Tuesday, March 06, 2012

ხზც

დაწოლისმეშინიამეშინიადაწოლისმეშინიადაწოლის
მეშინიამეშინიადაწოლისმეშინიადაწოლისმეშინიადაწოლის
მეშინიადაწოლისმეშინიამეშინიადაწოლისდაწოლისმეშინიამეშინიადაწოლის
მეშინიადაწოლის

Monday, February 27, 2012

ჩიტირეკია

ჩემი ფიტული გამოდგება ყულაბისთვის
რასაც გინდათ იმას ჩაყრით
წითელ ღილებს
გამდნარ კანფეტებს
ქარიან დღეებს.
გამოდგება ჩემი ფიტული
არაფერს იტყვის როცა
ნაგვით ისე გატენით
სუნთქვას ვერ შეძლებს
მხოლოდ ფანჯარას ნუ დატოვებთ
ზამთრობით ღიას
თუ ჩიტებს გაყვა თბილ ქვეყნებში
ვერ დააბრუნებთ।



გამარჯობა
წერილებს არ გწერ
მარტო იმიტომ სათქმელირომ არაფერი მაქვქს
მეტიარაფერი
ახლა თხოვნა მაქვს
რომ მაპატიო და იმიტომ გწერ
და რომ მიტან, მადლობელი ვარ ეგეც უნდა იცოდე।

რომვერ წაიკიტხავ, ეგარაფერი।
ტავისთვისიქნება
ჩემიწერილი।


ვიციროგორ ვერიტან კანსრომ ვიწიწკნი
მაგრა მაინც ვიწიწკნი
ამ დღეებში არ მქონდა მიზეზი რომ არ გნახულობდი და გატყუებდი
ასეთი არ მინდა მნახო
ისიცმაპატიე რომ ყოფნა არშემიძლია
ნეტავ შენით წახვიდოდე

კიდევმინდა
გითხრა
მაგრამ არცეგ გამომდის।


ტკბილადიძინე.

Sunday, February 26, 2012

ლფკჯ

რომ შემეძლოს დარჩენილი დღეების
გუდაში ჩაყრა
მხარზე მოგდება
მერე გაქცევა
სანამ ყველაფერი უკან მომრჩება
ჩემი გუდის ჩამარხვა
ღრმად
და ზემოდან
მიწიანი ხელებით
მშვიდად დაძინება.

რომ შემეძლოს მეთქი ვამბობ.

Friday, January 20, 2012

მე მინდა სახლი, რომიქიდან სადმეგავიქცე.

იყავი ჩემი სახლი
უბრალო, თბილი, მშვიდი
და შევიფარებთ ღამით , ფეხებ მოყინულ ჩიტებს.


Sunday, January 15, 2012

: /

ჰომეც ველოდებიდა სულვფიქრობრომ გადავიტანამ

ზამთარს

მივდაივარდა ნაყინსვჭამხოლმე

ალუბლისდა

მაგდროსხანდახან გგონიარო გარეთაცთბილადა

ბალახშიცშეგიძლია დაწვედა ცხვირიჩაყო.

იცირა

არაუშავსრომ ვაფუჭებთხოლმე რაღაცებს

მარტიცცივი იქნებადა

ხეებიმეცოდება

მერ უცბადდათბება კვირტებსგამოიტანენდა მერე მოყინავს

ზამთარირო გვატყუებსრო

ვითომწავედიოდა სინამდვილეში დამალულიარო

შენგეგონოს მოვიდაგაზაფხულიოდა მოვიდესდა გაგყინოს.

ისარმომწონსკიდე

ანდაზა

ერთიმერცხალირომ ვერმოიყვანს გაზაფხულს

მემგონიმოიყვანს.

სოფელში თურმე პაპაჩემს მიჩვეულიყავდა მერცხალიდა ფეხზეწითელი ნაჭერი შეუბამსდა იმითცნობდა ყოველწელს მოდიოდა და მერეარ მოვიდა ერთწელსდა იმწელსმოკვდა პაპაჩემი :/

ჰოდა

არაუშავს

განაიმიტორო მართლარაუშავს

უბრალოდ ხომარისრომ მტკივნეულირაღაცები არშეგიძლია რომგახსოვდეს

ჰოდაარ გახსოვს

გამოზამთრება კარგისიტყვაა

ერთხელრომ წერილი მომივიდეს

აინამდვილი

კონვერტშიდა ლამაზიმარკით

დაეს ეწეროს

"გატყობინებ,რომ გამოიზამთრეს შენმა ჩიტებმა".

ზოგჯერისიც მიფიქრიარო

იქნებ მართლავარსებობ.

მგონი საერთოდ მთავარიარო

ადამიანი ქალაქშიარუნდა კვდებოდეს,

და მეტიარაფერი