Thursday, February 21, 2013

გტფო

ყველას სმენია ყელში ბურთზე
არა ასე- ყველას ჰქონია ყელში ბურთი
რომ ვერც ყლაპავ
ვეღარც სუნთქავ და
ზემოთაც აღარ ამოდის.
მეც ვიცოდი ბავშვობაში
ასეთი ბურთი რომ გაგიჩნდება
ყელზე ხელებს წაიჭერ, სუნთქვას წყვეტ და ბურთი გაქრება
როცა კბილს ვიღებდი, მამა ტენისის მწვანე ბურთებს მჩუქნიდა
რამდენი კბილი ამოვიღე
ახლა ვერცერთ ბურთს ვეღარ ვპოულობ
და ვიფქრობ იქნევბ ყველა გადავყლაპე და იმიტომაც მაქვს ამდენი ბურთი ყელში
არც ხელების წაჭერა რომ შველის და არც უჰაერობა
იქნებ
უბრალოდ აქ არის მათი ადგილი.
ჩემს ყელში, არც
ზემოთ და არც ქვემოთ და არ უნდა გავაქრო.
იქნებ ტენისის ბურთებით ყელში უნდა ვიცხოვრო.

No comments: